weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად გამსახურდიას საქმის საგამოძიებო ჯგუფს შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს

17:55 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018
ფოტოზე ცოტნე გამსახურდია / ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტოზე ცოტნე გამსახურდია / ფოტო © რადიო თავისუფლება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც პირადად მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შალვა თადუმაძეს მე და ჩვენი ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი შევხვდით. ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე – შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს მას“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის შვილის თქმით, მან მთავარი პროკურორისგან საკმარისი გარანტიები მიიღო და 12 დღის წინ დაწყებულ შიმშილობას წყვეტს. 

„ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის გარანტია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, თადუმაძესთან შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დაიგეგმა. 

ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მამის მკვლელობის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბრიდან შიმშილობდნენ. მათი განცხადებით, საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება ისე, რომ „არაფერი გაკეთებულა“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]