weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლები არიან ჩვენს გუნდში, გუნდურობას ვერ მასწავლიან – ბესელია

13:19 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, გუნდურობაზე შენიშვნებს არ მიიღებს იმ ადამიანებისგან, ვინც „ქართულ ოცნებაში“ ახალი შესულები არიან.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ. ვერავინ მასწავლის რა არის გუნდურობა, რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე სხვის ნაცვლად პასუხისმგებლობის აღება. ამას ნამდვილად ვერ მასწავლიან, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ძალიან ახლები არიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. აქ დავსვამდი წერტილს“, – ამბობს ეკა ბესელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ბესელიას თქმით, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია გაწვეული იქნეს.

„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნა წარიმართოს სწორედ სამართლიანად და გამოვრიცხოთ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და მოსახლეობის განწყობებთან“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]