weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ეკა ბესელიას არ უნდოდა გაგდებულის იარლიყი ჰქონოდა, შეიქმნა ლამაზი ლეგენდა – გოცირიძე

16:37 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

„დაახლოებით ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ ეკა ბესელიას გაუშვებდა ივანიშვილი და მის ნაცვლად დაინიშნებოდა სხვა, გვარი და სახელიც იყო დასახელებული“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით.

გოცირიძის თქმით, გადაწყვეტილებას იღებს არა პარლამენტის ცალკეული დეპუტატი, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„დაპირისპირებულ ორ ბანაკს შორის ეტყობა გაიმარჯვა ერთმა მეორეზე. გამარჯვებისთვის მთავარი ინსტრუმენტია, თუ ვინ უფრო კარგად და დამაჯერებლად დააბეზღებს მოწინააღმდეგე მხარეს ივანიშვილთან. როგორც ჩანს ქალბატონმა ეკა ბესელიამ განიცადა მარცხი. დაემთხვა სასამართლოების საკითხი – პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, შეიქმნა ლამაზი ლეგენდა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით თვითონ მიდის, მაგრამ მას არ უნდოდა, გაგდებულის იარლიყი ჰქონოდა“, – ამბობს რომან გოცირიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. ბესელიას თქმით, პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ მოსამართლეები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]