weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკა ბესელია არის ე.წ. გვარდია, ის დარჩება წამყვან ფიგურად – წულუკიანი

11:09 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

„მე პირადად, არ მომწონებია, არ მომწონს გუნდის წევრებს შორის საჯარო, რბილად ვიტყვი, მწვავე დებატები. ამგვარი საკითხები შეიძლება გუნდის შიგნით განვიხილოთ, ვიდავოთ, ვიკამათოთ ხოლმე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

წულუკიანის თქმით, ოპონენტების მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი გაიხლიჩება, უადგილოა.

„რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის ძლიერი, რომელიც მოდის ბრძოლიდან, მოდის შორიდან. ეკა ბესელია არის ჩვენი გუნდის ძველი მებრძოლი და ძველი ე.წ. გვარდია და ძალიან მომწონს ეს ეპითეტი.

აქედან გამომდინარე, მე ასე მჯერა, ის დარჩება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ყველას წინ გვიძევს, წინ გვიძევს 2020 და შეიძლება 2024-ც. ეს მინდა, ვუთხრა ოპონენტებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. ბესელიას თქმით, პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ მოსამართლეები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]