weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს – იუსტიციის მინისტრი

12:29 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას უარყოფითად აფასებს. როგორც წულუკიანმა თქვა, მურუსიძის მოსამართლეობა არც მანამდე მოსწონდა.

„რაც შეეხება ბატონ ლევან მურუსიძის გამუდმივებას, სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არავითარ კავშირშია. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 დეკემბერს, კენჭისყრის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]