weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

12:34 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძეაირჩია. ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა ჰყავდა დასახელებული: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ეკრუსლან პოღოსიანი.

პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართა, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილს - კომიტეტის ორმა წევრმა.

ეკა ბესელიას თქმით, მას შემდეგ, რაც არჩეულ იქნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს განაცხადა. მისივე თქმით, გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]