ფრაქციის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას განიხილავენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შესაძლოა სხდომაზე განიხილონ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხიც. ბესელიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რაც მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შემადგენლობას უკავშირდება.