weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

II ტურში ხალხმა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ – გედევან ფოფხაძე

17:02 პარასკევი, 04 იანვარი 2019

„თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ.

ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მთავარი არ არის, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ გუნდში, მთავარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის თემა ჩვენმა პრობლემებმა არ გადაფაროს. იმიტომ, რომ დაიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა ასეთი ტაქტიკით მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით. ეკაზე ცუდს ამბობენ, შემდეგ შეიძლება სხვებზეც იგივე გააკეთონ. მე გუნდში ვიქნები, არ ვიქნები, მთავარი ჩვენ არ ვართ, მთავარია მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. სულ რომ არ ვიყო მე, მოსამართლეებად უღირსი ადამიანების შერჩევა ქვეყნისთვის კატასტროფაა. თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით. ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ ხალხს და ვთხოვეთ, შეგვეშალა, არასწორები ვიყავით, ბევრი რამე არასწორად გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ნუ გაგვწირავთ, სააკაშვილი უარესია და არ გვინდა, ქვეყანა დაიღუპოს და მოდით არჩევნებზე, გვიშველეთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]