როგორც ეკა ბესელიამ პირველ არხთანინტერვიუშითქვა, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.
„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს დღეს გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული“, – აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი.