„ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უწყობდა ხელს, 2019 წელს გაუქმდა. 2018 წელს ფონდის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიზანი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა იყო.