weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლეობის კანდიდატები მზად არიან ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარონ – მიქაუტაძე

15:23 შაბათი, 12 იანვარი 2019

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზად არის ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებაროს“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც საბჭომ დეკემბერში შეარჩია.

მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაგრძელებასთან დაკავშირებით გიორგი მიქაუტაძე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

„შევთანხმდით, რომ უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი

და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

რაც შეეეხება პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატების სიის ფორმალურად ჩაგდებას და ახალი სიის წარდგენას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზად არის იმისთვის, რომ სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები კითხვებზე. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი და ჩვენ მზად ვართ, ყველა კანდიდატი მზად არის, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გასცეს ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, თამარ ჩუგოშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე, იუსტიციის საბჭოს მიერ სიის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]