weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ ვიქნები იმ უმრავლესობაში, რომელიც მოსამართლეთა ამ სიას მხარს დაუჭერს – ეკა ბესელია

14:09 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის აღარ იქნება იმ უმრავლესობაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მუდმივად კითხვები: წახვალ, დარჩები, კიდევ უფრო მდაბიო შეფასებები: ვინ ვის გარიცხავს – ეს ყველაფერი ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. პირადად ჩემი გადაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით.

არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან.

ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია, ჩემი მყარი ხედვა. თანამოაზრეებთან ერთად გავაგრძელებ, ყველა ჩემი პოლიტკური თუ პროფესიული შესაძლებლობით, ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყნას მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, კიდევ ბევრი წლის მერე დავუტოვოთ გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდბელი სასამართლო; მართლმსაჯულება, რომელიც გარანტია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ქვეყნის განვითარების და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის“, – განაცხადა ბესელიამ.

2017 წლის 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა, რაც, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გაუგებარი იყო, როდესაც ბესელიამ თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა: „გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]