weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტრის წინამძღვარს – ეკა ბესელია

11:03 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭიჭარაულის მიერ მონასტრის დაკეტვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბესელია სოციალურ ქსელში წერს, მონასტერთან გარევაჭრობით გამოწვეული ანტისანიტარია კრიტიკას ვერ უძლებს.

„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს, როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია. რამდენი ხანია, ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა...

უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა, გარევაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ამ ადგილას ვაჭრობა.

არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება... მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი , ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა“, – წერს ეკა ბესელია.

მცხეთის ჯვრის მონასტერი უკვე მესამე დღეა დაკეტილია. ეს გადაწყვეტილება მისმა წინამძღვრმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა 14 იანვარს მიიღო. როგორც გარემოვაჭრეებმა თქვეს, წინამძღვარს მონასტრის ტერიტორიიდან მათი „განდევნა“ სურს, რასაც არ დათანხმდებიან.

 

ამ თემაზე:

ეკლესიებთან გარევაჭრობას ცივილური სახე უნდა მიეცეს – საპატრიარქო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]