weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯვრის მონასტრის დაკეტვა მტრებმაც ვერ გაბედეს, ეს შეძლო ჯიპიანმა მამაომ – ნათელაშვილი

15:58 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

„მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარემოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით“, – განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა სამარცხვინო ფაქტია და „ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს“.

„აბა რით შეიძლება აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ.

გაქანებული გარევაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო. ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს, რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია. მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან, თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია ღმერთი დაგვიფარავს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მისმა წინამძღვარმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა 14 იანვარს მიიღო, რის მიზეზადაც მონასტერთან გარემოვაჭრეთა საქმიანობა დასახელდა. საქართველოს საპატრიარქომ შექმნილი ვითარება მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და ხელისუფლებას მიმართა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას ცივილური სახე მიეცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]