weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა – დავით ბაქრაძე

11:11 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეაზე მის მიერ წარდგენილ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

„ევროპარლამენტის და აშშ-ის კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია. „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით“ მოეკიდოს ამ თემას, მათ შორის, ქვეყნის შიგნით.

„გადახედონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და დაამატონ ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში“, – აცხადებს ბაქრაძე.

საქართველოს პარლამენტმა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. სიაში 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

გასული წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტმა მოუწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს და ევროსაბჭოს, სანქციების შავ სიას დაამატონ ის ადამიანები, ვინც იქნება ჩართული და მომავალში დაემატება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]