weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

13:40 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

აჭარის უმაღლესმა საბჭომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ოქუაშვილი საბჭოს წევრი 2016 წელს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით გახდა, თუმცა სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 3900 ლარი იყო.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში ოქუაშვილისთვის მანდატის გაუქმებაზე დღეს იმსჯელეს. საკითხს მხარი ათმა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის ოქუაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამდე შეჩერებას ითხოვდა.

ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც ხელისუფლებას მის ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე უმაღლეს საბჭოს ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიის მომდევნო ნომერი, მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]