როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, „ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც ეკას პოზიცია მიუღებელია“.
„ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება!
მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრხოების სამსახურის უფროსს, დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი – ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოხსენებულ პირებს ესმით, რომ
მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას პირდებოდა“, – წერს ირმა ინაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა“.
ბესელია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს, „სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.
შინაგნა საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა. აღნიშნული მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.