weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბესელიას მიმართ ამაზრზენი კამპანია ვითარდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება – ინაშვილი

10:41 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

„ამაზრზენი და ყოვლადმიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, „ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც ეკას პოზიცია მიუღებელია“.

ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება!

მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრხოების სამსახურის უფროსს, დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი – ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოხსენებულ პირებს ესმით, რომ

მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას პირდებოდა“, – წერს ირმა ინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა“.

ბესელია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს, „სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.

შინაგნა საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა. აღნიშნული მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]