weather cur horoscope tv
ოქტომბერი 01, 2022

ჩვენმა ხელისუფლებამ სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება წარსულს ჩააბარა – კილაძე

11:43 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერი ნამდვილად გავრცელდა, უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს. მისივე თქმით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი.

როგორც დეპუტატმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის მიმართავს სამართალდამცავებს, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას.

„იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი.

არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარსულს ჩააბარა „ის დიდი უბედურება, რასაც სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია“. კილაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მას არ ჰგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, „როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს“.

„ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმართვასთან მიმართებით და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამიტომ,

ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება“, – ამბობს სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა“.

ბესელია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს, „სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.

შინაგნა საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა. აღნიშნული მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]