weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდებს – მარიამ ჯაში

13:42 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, წელს მხოლოდ მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით, მე-12 კლასის მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ განათლების მინისტრთან დამატებით ისაუბრებს.

„თუკი ჩვენ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად, როდესაც ხდება სისტემური ცვლილება. ამიტომ, დამატებითი განხილვა მექნება მიხეილ ბატიაშვილთან. საბოლოო გადაწყვეტილება 13- დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე, სადაც ჩვენ დავამტკიცებთ საკანონმდებლო და საპარლამენტო ზედამხედველობის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მარიამ ჯაში გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის გუშინდელ განცხადებას, რომ 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეებს კვლავ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება. მე-12 კლასის გამოცდები 2020 წლიდან გაუქმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]