weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება უნდა დასრულდეს – პრეზიდენტი

16:11 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ, სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.

„საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა“.

ბესელია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს, „სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა. აღნიშნული მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]