weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ ჩაანაცვლა

00:47 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

აჭარის უმაღლეს საბჭოში „საქართველოს აპატრიოტთა ალიანსს“ ზაზა ოქუაშვილის ნაცვლად, მერაბ ბლადაძე წარმოადგენს. ბლადაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს რიგგარეშე სესიაზე დამსწრე 18-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მერაბ ბლადაძემ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს როგორც ოპოზიციასთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

„პატრიოტთა ალიანსი“ მკვეთრად ოპოზიციური პარტია არ არის. ამიტომ, არაა გამორიცხული, სამთავრობო ინიციატივებსაც დავუჭირო მხარი. ასევე ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო ოპოზიციურ ფრთასთანაც“, – თქვა ბლადაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე უმაღლეს საბჭოს გასული წლის დეკემბერში მიმართა. ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 2016 წელს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით გახდა, თუმცა სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 3900 ლარი იყო. ზაზა ოქუაშვილს არ განუმარტავს, რატომ მიიღო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. მათგან 14 „ქართულ ოცნებას“, 5 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და ერთი ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობას“ წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]