weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

12:38 კვირა, 17 თებერვალი 2019

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის ოქმს ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დავით ზალკალიანმა და ნიკოლა დიმიტროვმა მოაწერეს ხელი. მათი შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.

13 თებერვლიდან მაკედონიას, რომელიც იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შედიოდა, ოფიციალური სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონია“ (Северна Македониjа) ეწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგებს ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას ახალ იმპულსს შესძენს.

„ასევე ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატოს გაწევრიანების ოქმის ხელმოწერას, რაც  კიდევ ერთხელ ადასტურებს  ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ფაქტს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებსა და სტანდარტებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]