weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბავშვობაში ვერ ვიფიქრებდი, რომ ლევილში პრეზიდენტი დავბრუნდებოდი – ზურაბიშვილი

10:47 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილის მამულს ეწვია, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო. მას დაბა ლევილის მერმა ერიკ ბრეივმა უმასპინძლა.

„ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებაა. პატარა რომ ვიყავი და ზოგჯერ, შაბათ-კვირას აქ ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ერთხელ, სხვათა შორის, როდესაც აქ ჩამოვედი, 15 წლის წინ და როგორც საფრანგეთის ელჩი გამოვყევი სააკაშვილს, ვიყავით ლევილში და სხვადასხვა ადგილას. არ მეგონა, რომ აქედან წავიდოდი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც არის მოულოდნელი და დაუგეგმავი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს, ხვალ, 19 თებერვალს კი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]