weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილმა ხაზარაძეს არჩევნებში მხარდაჭერა აიძულა, შემდეგ კი სახლიდან გააგდო - მელია

12:51 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

„ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აშენებს ბიძინა ივანიშვილი და სადაც ყველა წარმატებული ადამიანი უნდა იყოს დაჩაგრული. ბიძინა ივანიშვილი ბიოლოგიურად ვერ იტანს წარმატებულ თუ პოტენციურად წარმატებულ ადამიანს იქიდან გამომდინარე, რომ მას უბრალოდ ეშინია ასეთი ადამიანების“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის მიერ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნოემბერში ივანიშვილმა ხაზარაძე აიძულა, რომ არჩევნებში მისთვის მხარი დაეჭირა და შემდეგ საკუთარი სახლიდან გააგდო.

„წარმოიდგინეთ, მან აიძულა მამუკა ხაზარაძე, რომ საკუთარი ბანკი დაეტოვებინა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია. სახლიც იყო მისთვის, ოჯახიც იყო და აი, აქიდან აიძულა, წასულიყო, თანაც უკიდურესად ცინიკურად.

ბიძინა ივანიშვილმა ნოემბრის თვეში მამუკა ხაზარაძე აიძულა, რომ მისთვის მხარი დაეჭირა არჩევნებში. გაავრცელებინა განცხადება და 7 ათას თანამშრომელს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილსო.

გავიდა 3 თვე და პრაქტიკულად, გააგდო საკუთარი სახლიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია ფიქრისთვის, მათ შორის ე.წ. შუაშისტებისთვის. ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა თუ ერთად არ დავდგებით. ან ბიძინა ივანიშვილი დანებდება ხალხს, ან ხალხი დანებდება ივანიშვილს. ისტორიაში კი ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, რომ ერთ ცალკე აღებულ ადამიანს ხალხთან დაპირისპირებაში გაემარჯვებინოს“, - ამბობს ნიკა მელია.

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. როგორც ხაზარაძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ბანკის წინააღმდეგ შეტევა მიმდინარეობს, რამაც მისი საერთაშორისო აქციონერები ერთ თვეში 200 მილიონი დოლარით აზარალა.

„მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]