weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

22:56 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, ეკა ბესელიასთან ერთად, თავად იყო.

„ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს.

„ოცნებამ“ დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ცვლილებების მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერებულიყო. კანონპროექტს 45 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტს გასასვლელად სულ 76 ხმა სჭირდებოდა.

ლევან გოგიჩაიშვილი 2017 წლიდან ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]