weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას – ბესელია

12:50 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

„მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბესელიას თქმით, მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები მაშინ გაიყო, როდესაც ივანიშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია მოისურვა.

„მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და ვინც იყვნენ პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რისი ცდაც შემეძლო, იმიტომ, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ტოვებს იმას, რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ - ის, რაც ჩვენ შევქმენით, შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მის კანონპროექტს და „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს.

ეკა ბესელია პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]