weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გედევან ფოფხაძე ორშაბათს იტყვის დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“

13:42 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხზე განცხადების გაკეთებას ორშაბათს, 25 თებერვალს აპირებს.

„ჯერჯერობით ოფიციალურ პოზიციას არ ვაფიქსირებ. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ  ეკა ბესელიას მეგობარი ვარ, ბევრი რამ ერთად გვაქვს გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი.

ეს არის ნიშანი სწორედ იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა იმ ღირებულებებს რა ღირებულებებითაც ვიწყებდით“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა თავადაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას, ფოფხაძემ განმარტა: „მე მინდა მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი, რომელზეც მომეცემა საშუალება ეს თემები, რაც ბოლო დროს ხდებოდა და ცოტა უფრო, ადრეც უფრო სრულად გავშალო. ორშაბათს გეტყვით ყველაფერს“.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მის კანონპროექტს და „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს.

კანონპროექტს, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და კიდევ შვიდი დეპუტატი აწერდა ხელს. კანონპროექტის მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]