weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გია ჟორჟოლიანმა და მისმა ფრაქციამ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

14:46 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისი პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.

„იმის თაობაზე, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები გავაქვს იმ ხედვებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკა, დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს. ბუნებრივია, უმრავლესობის დატოვებაზე საუბარი არის. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ უმრავლესობა, მაგრამ როდის, ამ წუთში ვერ გეტყვით“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებულია.

22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. ნაცვლიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ მომზადებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო.

„მე ვტოვებ სამივე რგოლს - როგორც პარტიას, ისე ფრაქციას და უმრავლესობას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის წასვლის შემდეგ ფრაციაში ექვსი წევრი დარჩა: გია ჟორჟოლიანი, კობა ნარჩემაშვილი, რუსლან პოღოსიანი ,სულხან მახათაძე, რომან მუჩიაშვილი და მირიან წიკლაური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]