„პოლიტიკაში საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ცოდნით, საკითხით და დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს ის ადამიანია, ვისთანაც ერთად პარტიას ვაშენებდით. ვფიქრობ, რომ მისი რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ვოლსკმა.
დღეს, 5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა. მანამდე პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იყო, რომელიც დღეიდან ახალშექმნილ თანამდებობაზე, კერძოდ, პარტირბთან ურთიერთობის მდივნად იმუშავებს. ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.