weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პოლიტიკაში ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა – ვოლსკი ღარიბაშვილზე

14:42 სამშაბათი, 05 მარტი 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სახით პოლიტიკაში დაბრუნდა საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს.

„პოლიტიკაში საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ცოდნით, საკითხით და დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს ის ადამიანია, ვისთანაც ერთად პარტიას ვაშენებდით. ვფიქრობ, რომ მისი რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ვოლსკმა.

დღეს, 5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა. მანამდე პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იყო, რომელიც დღეიდან ახალშექმნილ თანამდებობაზე, კერძოდ, პარტირბთან ურთიერთობის მდივნად იმუშავებს. ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]