weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვერ დავხუჭავთ თვალს საფრთხეზე, რაც საზოგადოებას ცილისწამების სახით ემუქრება – პრეზიდენტი

13:13 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას ცილისწამებასთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების მიღებაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის სახით საფრთხე ემუქრება, რაზეც „თვალს ვერ დახუჭავენ“.

„მე გამოვედი ინიციატივით, რამაც გამოიწვია, როგორც ყოველთვის ჩვენთან, ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.

მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის სახით ემუქრება.

ამ ფორმით, არჩვნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება გახდა ახალი ხერხი მტრული ძალებისგან და არამხოლოდ ჩვენთან. ამას ეხემიანება ეუთოს კონკრეტული რეკომენდაცია, ამას პასუხობს ევროკავშირში დემოკრატიის დაცვის ცენტრის დაფუძნების ახალი იდეა და რეგულაციები მიღებული რიგ ქვეყნებში, ან თუნდაც ინგლისის სამეფო კარის გუშინდელი განცხადება და გაფრთხილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ცილისწამების შესახებ მის ინიციატივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან: „ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას“.

2019 წლის დასაწყიში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობას და სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე. ცილისწამება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ქადაგებაში გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, ხშირად ხდება „რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]