weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოს ტოვებს

17:21 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

„შენების მოძრაობის“ წევრი და ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტოვებს. მას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე ჩაანაცვლებს.

გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ ნანეტაშვილის მიერ საკრებულოს დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად პაპუნა კობერიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ნანეტაშვილს დეპუტატის მანდატზე უარის თქმა დიდი ხანია სურდა.

„როდიდან დავესწრები სხდომებს ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ. გარკვეული პროცესებია გასავლელი: ჯერ საკრებულოდან წასვლის თაობაზე ბადრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ ჩემი მიღების საკითხი უნდა დამტკიცდეს“, – განაცხადა კობერიძემ.

ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ ყოფილი დირექტორი და მეექვსე მოწვევის პარლამენტის (2004-2008 წლები) წევრია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დავით უსუფაშვილის მიერ დაფუძნებული „შენების მოძრაობიდან“ აირჩიეს. „შენების მოძრაობას“ ის სიის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჰყავდა დასახელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]