weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო - პრემიერი „ფრესკოს“ განცხადებაზე

13:58 პარასკევი, 08 მარტი 2019

„როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვაზე, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ფრესკოს“ მაღაზიებიდან პროდუქტების მოპარვასა და იარაღის გამოყენებით მარკეტის თანამშრომლებზე მუქარაში დაადანაშაულა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ბიზსნესმენს, თუ მას საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს, საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს წარუდგინოს.

„ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა და ფილოსოფია.

თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს გამოძიების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო.

რაც შეეხება განცხადებებს ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ხშირად დამახინჯებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ფაქტებს ვისმენთ. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და ჩვენი ქვეყანა „doing business“-ში მე-6 ადგილზეა. ბევრი სხვა რეიტინგის დასახელება შემიძლია, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კვლევებსა და გარემოებებს. ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩვენთვის მექანიზმი, დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები და იმიტომაც, რომ ეს რეიტინგები დგება ობიექტური კრიტერიუმებით და არა ცალკეული პირების ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო განცხადებებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]