weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვახტანგ ბერიძე „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატი იქნება

16:56 პარასკევი, 08 მარტი 2019

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იქნება. 2018 წლის ოქტომბრიდან ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობის შემსრულებელია.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მერობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ დღეს მიიღეს. საარჩევნო შტაბში შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც ესწრებოდნენ.  

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში დატოვა. გადადგომამდე მან თანამდებობიდან გაათავისუფლა პირველი მოადგილე და მის ადგილზე ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც ხულოს პოლიციის უფროსი იყო.

2017 წელს არჩეულმა მერებმა თანამდებობები ზესტაფონში, ზუგდიდში, მარნეულსა და ჭიათურაშიც დატოვეს. რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]