weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხულოს მერის მოვალეობას პოლიციის ყოფილი უფროსი შეასრულებს

17:45 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018
ფოტოზე: გოჩა მელაძე ფოტოზე: გოჩა მელაძე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და მისი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გადადგნენ. თანამდებობის დატოვებამდე გოჩა მელაძემ საკუთარ მოადგილედ მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა. სწორედ ბერიძე, რომელიც 16 ოქტომბრამდე პოლიციის უფროსი იყო, შეასრულებს ხულოს მერის მოვალეობას.

აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში გოჩა მელაძე ამბობს, რომ მერის თანამდებობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც გუნდთან შეათანხმა. მისივე თქმით, იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი.

„განცხადებით მივმართე საკრებულოს და დავტოვე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოესი დღეებში ცნობილი გახდება, ჩემი ახალი სამუშაო ადგილი. ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის წევრი მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ ყოფილა. იყო კონსულტაციები და გადაწვეტილება თავად მივიღე“, - განაცხადა მელაძემ.

ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლად პოლიციის ყოფილი უფროსის დანიშვნა საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, გოჩა მელაძე ამბობს: „ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ ყველა მოკლებულია საფუძველს. ეს ადამიანი გახლავთ ძალიან ღირსეული ხულოელი და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ხულოსთვის იქნება წარმატებული“.

მელაძის თქმით, ის ვერანაირ უცნაურობას ვერ ხედავს იმაში, რომ პოლიციის უფროსმა თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა, მეორე დღეს კი პოლიციის უფროსად დაინიშნა: „როდესაც ერთი ადამიანი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, იქ უნდა იყოს მეორე, რომელიც მის საქმიანობას გააგრძელებს“.

გოჩა მელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა თავად მელაძემ ჟურნალისტებთან ეს არ დაადასტურა. მერიაში აცხადებდნენ, რომ მერი 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იმყოფებოდა.

გოჩა მელაძე გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს. გავრცელებული ინფორმაციით, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის კადრი იყო. პატარაძემ თანამდებობა ივლისში დატოვა. ის თორნიკე რიჟვაძემ შეცვალა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]