weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 32 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

21:20 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისგან განაცდური ხელფასის სახით, 32 000 ლარის გადახდას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის სათემო რადიო ავრცელებს. როგორც „რეგინფოს“ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განუცხადა, აბაზოვი 7 თვის ხელფასს ითხოვს, როცა ის დაკავებული იყო და უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

„თემურ აბაზოვის მოთხოვნა საკრებულომ დღეს ცნობად მიიღო და განსახილველად მერიას გამოუგზავნის. ჩვენ იურიდიულ და საფინანსო სამსახურებთან ერთად განვიხილავთ და პასუხს გავცემთ. თუ ეკუთვნის განაცდურის ანაზღაურება, გადავუხდით“, - აღნიშნა ტაბატაძემ.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა.

აბაზოვთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული: პარლამენტის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევი და აბაზოვის ნათესავი ილხამ გულიევი.

2018 წლის 14 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

აბაზოვის განცხადებით, ის პროვოკაციის მსხვერპლია და ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს.

თემურ აბაზოვს მარნეულის მერის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის თებერვალში შეუწყდა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია. დანაშაული, რომლის ჩადენაშიც აბაზოვია ბრალდებული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]