weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რესპუბლიკური პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს

12:44 ორშაბათი, 18 მარტი 2019

რესპუბლიკური პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს, პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი, მიუხედავად მათი შეხედულებებისა და პოლიტიკური წარსულისა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლო არჩევნებისთვის. „რესპუბლიკური პარტია“ იყო მკვეთრად დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ჩვენ შევძელით, მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და კოორდინირებულად ვმუშაობთ დღეს, მხარი დავუჭირეთ მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის „ახალი საქართველოს“ ყრილობას დაესწრო, რომელიც გუშინ, თბილისში ჩატარდა. ყრილობას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებიც, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და თაკო ჩარკვიანი ახლად შექმნილი პარტიიდან „კანონი და სამართალი“.

რესპუბლიკური პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს.

ამ დროისთვის გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ 12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შედის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]