weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის თქმით, ადმინისტრაციაში გერი იმიტომ დაასაქმა, რომ სანდო ადამიანი სჭირდებოდა

10:47 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნეპოტიზმთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ ადმინისტრაციაში საკუთარი გერი, ნანა კაშია კონკურსის გარეშე იმიტომ დაასაქმა, რომ ის მისთვის სანდო კადრია.

„მე ეს ვისწავლე, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ შენ გჭირდება შენს უახლოეს ადმინისტრაციაში, ეს არის ადმინისტრაციული ადგილი, გჭირდება ერთი ადამიანი, რომელიც არის შენთვის სრულიად სანდო და რომელიც შენთვის მუშაობს და მხოლოდ შენთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვას, აუცილებელი იყო, თუ არა, რომ ეს ოჯახის წევრი ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ ადმინისტრაციიდან ადამიანები გაუშვეს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„აუცილებელი არის და ყველას ჰყავს. ეს არ არის შტატი და ეს არ არის საკონკურსო... კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ –

ერთი ადამიანი და აიღეთ ნებისმიერი პრეზიდენტი მსოფლიოში, ყველას ჰყავს თავის უახლოეს გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც არის მისთვის სრულიად სანდო და ასეთი ადამიანი მყავს.

ამას ძალიან თავისუფლად ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ. არანაირი ხინჯი არ მაქვს ამის გამო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ახალი პრეზიდენტი მოდის, უნდა მოდიოდეს ახალი ადმინისტრაციით.

„კანონმდებლობა ისეთია, რომ შტატებიდან, რაც მე მაქვს - 60 და მათ შორის არ არის ნანა კაშია, 60 შტატიდან 37 რჩება ძველი ადმინისტრაციიდან, ანუ ადამიანები, რომლებზეც მე არ მაქვს არანაირი საშუალება შევცვალო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის გერი ნანა კაშია და ქმრის დისშვილი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის გარეშე მიმდინარე წლის იანვარში დასაქმდნენ. როგორც მაშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, კაშია და მიქაძე პრეზიდენტის მრჩევლები არიან. ამასთან, პრესსპიკერმა განმარტა, რომ ნანა კაშიას ევროკავშირი-საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს, თავისუფლად საუბრობს 4 ენაზე და „გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე იყო იქ დასაქმებული“.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობა 140-დან 60-მდე შემცირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]