weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბორჯომის საკრებულო ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მუშაობს

16:41 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, ერთ თვეში დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საკრებულოს იურიდიულმა კომიტეტმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის განმარტებით, ზაზა ჩაჩანიძე ექვსი თვეა საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობს.

„რეგლამენტით გათვალისწინებული ექვსი თვე რომ გავიდა და საკრებულოს მუშაობაში არ იღებდა მონაწილეობას, წერილი გავუგზავნეთ, რომ აეხსნა რატომ აცდენდა სხდომებს და ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი, თუმცა პასუხი დათქმულ ვადებში არ გაგვცა, დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ზაზა ჩაჩანიძე, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2018 წლის 28 მარტს გადააყენეს. „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ 2017 წლის ნოემბერში, საკრებულოში ჩატარებული სხდომა, სადაც ჩაჩანიძე თავმჯდომარედ აირჩიეს, არალეგიტიმური იყო.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩატარდა, საიდანაც ჩაჩანიძე სამს დაესწრო. 2018 წლის თებერვლის შემდეგ ის საკრებულოს სხდომებზე აღარ გამოცხადებულა, მარტიდან კი ბიუროს სხდომებსაც არ დასწრებია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]