weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შარლატანებს ვუპასუხებთ საქმით – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

15:52 პარასკევი, 29 მარტი 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიცია ქმნის მითებს, თითქოს აჭარა მიზიდულობას კარგავს, სინამდვილეში კი რეგიონში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებით ქობულეთი შავიზღვისპირეთში მარგალიტი გახდება.

„საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი ეკონომიკის, აჭარის აღმშენებლობის ახალ ტალღას. ქობულეთში პრაქტიკულად დავიწყეთ მსხვილი პროექტის განხორციელება. ეს იქნება ქალაქი ქალაქში – „მწვანე ქალაქი“, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით და ის შეძლებს დაასაქმოს 500 ადამიანი ადგილზე. განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ სპექტაკლების დადგმით არის დაკავებული, ჩვენ მათ საქმით ვუპასუხებთ: თუ როგორ შეიძლება გაყიდო 6 მილიონ ლარად და არა ერთ ლარად. როგორ არ შეიძლება მოითხოვო ბიზნესმენებისგან ღამით ქონების გადაფორმება, ამ ყველაფრის მიუხედავდ, მაინც შეძლო საქმის გაკეთება“, – განაცხადა რიჟავაძემ.

მისივე თქმით, „მწვანე ქალაქის“ პროექტი აჭარის ისტორიაში უმსხვილესი პროექტია და ყველა გარანტია არსებობს იმისთვის, რომ ის დადგენილ ვადებში განხორციელდეს. თორნიკე რიჟვაძემ მომავალი ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაოთხმაგებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ამ ინვესტიციების გაოთხმაგება და ახალი პროექტების პორტფელი უნდა ავიყვანოთ 2 მილიარდ ლარზე. ასე რომ, ის შარლატანები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ქმნიან გარკვეულ მითებს თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ საქმით. ჩვენი უფროსი მხოლოდ ხალხია, ჩვენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ბუნებრივია, მხოლოდ მას ჩავაბარებთ ანგარიშს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მომავალ ორ წელში აჭარაში დამატებით არანაკლებ 6 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]