weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

თუ სიტყვა „ლიბერალურს“ ამოვიღებთ კანონიდან, ილიას გზას გადავუხვევთ – მაღრაძე

14:43 სამშაბათი, 02 აპრილი 2019 hits 641

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, თუ პარლამენტი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას დაუჭერს მხარს, „ილიას გზას გადაუხვევს“.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მაღრაძემ აღნიშნა, რომ კანონში მხოლოდ სიტყვა „დემოკრატიის“ დატოვება არასწორია, რადგან დემოკრატია არსებობდა ძველ რომშიც და საბერძნეთშიც, თუმცა ის ყველას არ ეხებოდა, ხოლო ლიბერალური დემოკრატია ყველას თანაბრად ეხება.

„თუ სიტყვას „ლიბერალურს“ ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას.

თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა“, – აცხადებს მაღრაძე.

გუშინ, პირველ აპრილს, პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ავტორები აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას. ამ მუხლით ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]