weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კანონპროექტის ჩავარდნით სკოლებში გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება არ იცვლება – ჯაში

14:19 პარასკევი, 05 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, გამოცდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება არ იცვლება.

ჯაშის განცხადებით, ტექნიკური პრობლემით იყო გამოწვეული ის, რომ კანონპროექტმა საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. მისივე თქმით, შესაძლოა კანონპროექტს განმეორებით კენჭი დღესვე უყარონ. 

„აღნიშნულით ის მოცემულობა და გადაწყვეტილება არ იცვლება, რაც არის მიღებული. ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა. მხარდაჭერის პრობლემა არ არის. არის ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები არსებობს. ორი შესაძლებლობა გვაქვს – არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენოთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემა არ გვაქვს, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვცდილობთ, გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით კენჭი უყარა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ, როდესაც კანონის მისაღებად 63 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ითხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ განმეორებითი კენჭისყრის საფუძველი არ არსებობდა. კობახიძის თქმით, ხმაური არგუმენტი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]