weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა

21:05 კვირა, 07 აპრილი 2019

„ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა. გოგლიჩიძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, მისი თქმით, მუნიციპალიტეტში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს გაზიფიცირების, წყლის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაპირდა.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლის და გაზიფიცირების - ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას. 19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 ეს იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი. მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მინდა, ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

გოგლიჩიძე ზესტაფონის მერად კენჭს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა. მაშინ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კახაბერ მახათაძესთან დამარცხდა. მახათაძემ ამომრჩეველთა ხმების 54.7% მიიღო, ხოლო ის ხმების 10.89%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]