weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არჩევნებიც იმის დასტურია, რომ „ქართულ ოცნებას“ ესმის მოსახლეობის ხმა – თალაკვაძე

23:20 კვირა, 07 აპრილი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მერის რიგგარეშე არჩევნებიც იმის დასტურია, რომ ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის ხმა ესმის. ამის შესახებ თალაკვაძემ ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძის წარდგენისას განაცხადა.

„როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისიც ყოველთვის მჯეროდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო, ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი და სწორედ თქვენი ნება-სურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერად კენჭს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა. მაშინ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კახაბერ მახათაძესთან დამარცხდა. მახათაძემ ამომრჩეველთა ხმების 54.7% მიიღო, ხოლო გოგლიჩიძე ხმების 10.89%-ით მესამე ადგილზე გავიდა. გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]