weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავლაბრის სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით – ირაკლი კობახიძე

16:26 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილი შენობის მთავარი ფუნქცია ხალხის მომსახურება იქნება. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, აღნიშნული სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.

პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]