„ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძეს სთხოვა, საშუალო სკოლის პროგრამაში გალობა და ხალხური სიმღერა შევიდეს. ილია მეორის თქმით, პრემიერ-მინისტრი მას ამ თხოვნის შესრულებას შეპირდა.