weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჩვენი მოწოდებაა, ყველა დასახლებულ პუნქტში საგალობლები ისწავლებოდეს – ბახტაძე

13:48 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები ისწავლებოდეს.

„ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძეს სთხოვა, საშუალო სკოლის პროგრამაში გალობა და ხალხური სიმღერა შევიდეს. ილია მეორის თქმით, პრემიერ-მინისტრი მას ამ თხოვნის შესრულებას შეპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]