პრეზიდენტს მესხებმა რუსულად მიმართეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უთხრა: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული? დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაზარში თუთუნი, ლობიო და რძის ნაწარმი შეიძინა, ადგილობრივებმა კი მესხური ნობათი - ბაქმაზი აჩუქეს.
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვია.