weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ციფრები და პროცენტები მისი ძლიერი მხარე არ არის – შაქარიშვილის პასუხი კობახიძეს

16:40 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

„ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ წასული ვატო შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ძალიან გაუჭირდება.

„მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც, ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა.

მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დაკვეთით და კომპანია „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა, რომელის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 52.3% ჰქონდა მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 28.1%, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებისგან. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ – 37.73%.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევა არაპროფესიონალური და რეალობასთან აცდელი იყო.

„ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს. ეს იყო სირცხვილი. ამაზე მეც მქონდა მკაცრი საუბარი“, – აღნიშნა ივანიშვილმა ამ თემაზე საუბრისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]